ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ნაციონალებში დაწყებული დუღილი შესაძლოა პარტიის თავმჯდომარის არჩევამაც გამოიწვიოს” – ვახტანგ ძაბირაძე

“დღეს მარტო ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ სულაც არ ადარდებს, რადგან მას დასავლეთიდან მყარი მხარდაჭერა აქვს. ასევე ხედავს, რომ საზოგადოებიდანაც დიდი მხადაჭერა არა აქვთ,” – აღნიშნულის შესახებ ანალიტიკოსმა, ვახტანგ ძაბირაძემ for.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

ძაბირაძე for.ge-სთან მიცემულ ინტერვიუში დასძენს, რომ ახლა ხელისუფლების ტაქტიკაა, რომ ქუჩაში მარტო ნაციონალები დატოვოს, რაც შეიძლება გამოუვიდეს კიდეც.

ამასთან, როგორც ანალიტიკოსი ვარაუდობს, ოპოზიციის ნაწილს შესვლა უნდა, თუმცა ნაციოანლები იმის შიშით, რომ პარლამენტში ალტერნატიული მესამე ძალა არ შეიქმნას, ისინი ფაქტობრივად, შანტაჟის რეჟიმში ჰყავს.

მისივე განმარტებით, ქუჩაში გადარჩენის შანსი მხოლოდ ნაციოანლებს აქვთ, თუმცა, შესაძლოა, პარტიაში არსებულმა აზრთა სხავდასხვაობამ დაპირისპირება აქაც გამოიწვიოს და საერთოდ პარტია ორადაც კი გაიხლიჩოს, რისი ალბათობა  გრიგოლ ვაშაძის განცხადებებმა გააჩინა. ასევე, ნაციონალებში დაწყებული დუღილი შესაძლოა პარტიის თავმჯდომარის არჩევამაც გამოიწვიოს.

„სად არის გარანტია იმის, რომ თუკი რიგგარეშე არჩევნებში ხელახლა ისევ ამ საარჩევნო სისტემით და ადმინისტრაციით ჩატარდა, ოპოზიცია იგივეს არ იტყვის და არ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ არჩევნები გაყალბდა? ამიტომ ამერიკის ელჩის, დეგნანის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით სრული ჭეშმარიტებაა. ძალიან კარგი იქნება, თუკი „ოცნება“ შეძლებს და 23 კაცს იპოვის იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიქმნას და ამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილება განახორციელოს. ეს მარტო ის ჯგუფი კი არ იქნება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს, არამედ, შესაძლოა, სწორედ მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის ბირითვიც კი გახდეს. აი, სწორედ აქ არის ნაციონალების მთავარი საფრთხე, რის გამოც ისინი ყველაფერს ცდილობენ, რომ ეს პარტიები პარლამენტში არ შევიდნენ, არ გაჩნდეს სხვა ალტერნატიული ოპოზიციური ძალა, რომელიც მათ ჩაანაცვლებს. მე პირადად ამას მივესალმები.

თუკი ნაციონალები და ევროპელები ქუჩაში მარტონი დარჩებიან და პარლამენტში არ შევლენ, მათი პერსპეტქივა ძალიან მძიმედ გამოიყურება, მით უმეტეს ევროპელების – მათ სრული კრახი განიცადეს. რაც შეეხება ნაციოანლებს, მათ მართალია, დიდი ელექტორატი ჰყავთ, მაგრამ ასეთი პოლიტიკური შეცდომით, როცა პარლამენტში არ შედიან, ძალიან დაზიანდებიან. ასევე ნაციონალებს პოლიტიკური ველის პოლარიზება აწყობთ, ხოლო ევროპელები და „ლელო“ მათ ამაში რატომ ეხმარება გაუგებარია, რადგან ეს, შესაძლოა, მათ სრულ პოლიტკურ გაბანკროტებადაც კი დაუჯდეთ,” – აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.

იტვირთბა....