ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას კორონავირუსი დაუდასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

მათივე ცნობით, ავადმყოფობა მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მკურნალობის კურსს ბჟანია ამბულატორიულად გადის და თავს კარგად გრძნობს.

ცნობისათვის, ოკუპირებული აფხაზეთის ინფორმაციით რეგიონში კორონავირუსის 8459 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6726 ადმიანი, დაიღუპა – 108.

იტვირთბა....