კორონავირუსის ახალი ვარიანტი პორტუგალიაშიც დაფიქსირდა. ვირუსის ახალი შტამი კუნძულ მადეირაზე გამოვლინდა. სამოქალაქო დაცვის რეგიონალური ორგანოს ინფორმაციით, ახალი ვარიანტი “აღმოაჩინეს იმ მოგზაურებში, რომლებიც გაერთიანებული სამეფოდან მადეირაზე ჩავიდნენ”. ამასთან უცნობია, რამდენი ადამიანია ინფიცირებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მათ არ აქვთ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტით ხალხი უფრო რთულად ავადდება ან უფრო მომაკვდინებელია ვიდრე COVID-19- ის არსებული შტამები, თუმცა, როგორც ჩანს, იგი უფრო ადვილად ვრცელდება.