ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დათო ტურაშვილი სასამართლომ 200 ლარით დააჯარიმა

მწერალი დათო ტურაშვილი სასამართლომ 200 ლარით დააჯარიმა. ტურაშვილი ნარკოდანაშაულში ბრალდებული ირაკლი რამიშვილის სასამართლო პროცესს ესწრებოდა, მან ბრალდების მხარე მოუმზადებლობაში დაადანაშაულა და პროკურორის ქმედებები გააპროტესტა. ამის გამო, ის მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა და დააჯარიმა.

ტურაშვილის განცხადებით, მას ფინანსური პრობლემები აქვს და ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებს.

წყარო: nsp.ge

იტვირთბა....