“პანდემია ჯერ არ დასრულებულა და უარესი ჯერ კიდევ წინ არის,” – ამის შესახებ აშშ-ის მთავარი ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
როგორც ფაუჩიმ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, საახალწლო დღესასწაულების შემდეგ, შესაძლოა, აშშ-ში პოსტ-სეზონური ახალი ტალღა დაიწყოს.
ამასთან, ენტონი ფაუჩიმ ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოგზაურობებითა და დღესასწაულის პერიოდში შეკრებებით გამოწვეული, პოსტ-სეზონური ტალღის გამო, შესაძლოა ჯანდაცვის სისტემამ მძიმე ზეწოლა განიცადოს, რაც კრიტიკულ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს.
ასევე, აშშ-ს მთავარმა ინფეციონისტმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კორონავირუსის ახალი “ბრიტანული” ტალღის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის უფრო მძიმე დაავადებას არ იწვევს. ინფექციონისტის განცხადებით, ვირუსები მუტაციას მუდმივად განიცდიან და ამაში საგანგაშო არაფერია.