ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გადავდგამ! გამომიყვანეს აქ ვიღაცა მუტრუკი და ვიგინდარა!” – რაში ადანაშაულებს ბაჩანა ლობჟანიძე “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, ბაჩანა ლობჟანიძე სოციალური ქსელის საშუალებით “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორს, ელისო კილაძეს მიმართავს.

“მეტრონომი” გახმაური საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“ქ-ნ ელისო კილაძემ რა ჩლუნგობა ინტერვიუც გადაიღო და გამივრცელა ჩემი ნებართვის გარეშე! სადაც გამივცრელა, ვინც გაავრცელა გაახურონ იურიდიული დეპარტამენტები… გაახურონ თავიანთი ადვოკატები…

მოვდივარ! მახსოვს, “ინტერპრესნიუსმა” პირველი დადო ეს ვიდეოდა ზედ ეწერა ფრაზა “რატომ უნდა მომეძებნა” და ზედ იყო ტჰუმბნაილ (თქვენ რა იცით სამბნეილი) ანუ, სურათი თუ მე როგორ ვიცინი ასე გამაქილიკ-გამამასხარავეს ვითომ მე ხელწამოსაკრავი დაბალი ღობე ან მეამიტი ვიყო!

გ ა დ ა გ დ გ ა ვ თ! ვინც მხარს მიჭერთ კომენტარში დაპლუსდით ამ ფორმით “+” ვინც არ მიჭერს მხარს და მე ამას გავიგებ, სათითაოდ პასუხს მოვთხოვ და თუ ვერ ახსნის იმასაც გადავდგავ!

გამომიყვანეს აქ ვიღაცა მუტრუკი და ვიგინდარა! – ის მაინც იკითხეთ რა დედ-მამის, რა ოჯახის შვილი ვარ, რა ნათესავების, რა მეგობრების ნაწილი ვარ დასახმარებლად მოვედი არავის ვეკითხებოდი რასაც ვაკეთებდი, რადგან თამარისთვის ვაკეთებდი და ჯობს თამარი ყოველმა თქვენგანმა დააფასოს და ადეკვატურად გაიგოს

ვინ იყო არა! – ვინ არის თამარ ბაჩალიაშვილი და ვინ არის ბაჩანა ლობჟანიძე და რას აპირებდნენ… რას აპირებენ ბაჩანა და თამარი თქვენთვის! ვინც ამ პოსტს იხილავს გააზიაროს კიდევაც! თუ არ გააზიარებს, მაშინ იმასაც

გადავდგავ! – ეშინოდეს მას ვინც სამართლიანი არ არის! – წერს ბაჩანა ლობჟანიძე სოციალურ ქსლში.

ცნობისთვის, “ქრონიკა პლიუსი” რედაქტორმა, ელისო კილაძემ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მთავარ ფიგურანტს, ბაჩანა ლობჟანიძეს ინტერვიუ იმ პირობით ჩამოართვა, რომ მას არ გაავრცელებდა, თუმცა რედაქტორმა აღნიშნული ინტერვიუ საზოგადოებას მაინც შესთავაზა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 19 ივლისს გაუჩინარდა. ის თეთრიწყაროს ტყეში 5 დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება უკვე დაასრულა. პროკურატურის ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

#გადაგდგავთ

https://www.facebook.com/eliso.kiladze
ელისო კილაძე

ქ. ელისო კილაძემ

რა ჩლუნგობა ინტერვიუც
გადაიღო და…

Posted by Bachana Lobzhanidze on Saturday, December 26, 2020

იტვირთბა....