ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ეს უფრო თალაკვაძის წინასაახალწლო სურვილებია“ – უდუმაშვილი პარლამენტის თავჯდომარის განცხადებას პასუხობს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება.

თალაკვაძის განცხადებას  – ოპოზიციის საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობის თაობაზე, უდუმაშვილმა დასძინა, რომ „ეს უფრო თალაკვაძის წინასაახალწლო სურვილებია“.

„ვხედავთ ერთპარტიულ პარლამენტს, რომელმაც დიდი შანსია ასე განაგრძოს მუშაობა ახალი წლის შემდეგაც. აბსოლუტურად მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს გაცხადებული აქვს ძალიან მყარი პოზიცია და ის პარტიებიც კი, რომლებსაც ჯერ არ დაუწერიათ განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ხმამაღლა აცხადებენ, რომ შეთანხმების მიღწევის გარეშე, პარლამენტში არ შევლენ. ოპოზიციური ერთობა არ დარღვეულა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პარტიამ გადაწყვიტა, ჯერჯერობით უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებები არ დაეწერა. ოპოზიცია საერთო სტრატეგიით მიდის, თუ შეთანხმება არ შედეგება, არცერთი დეპუტატი არ აპირებს პარლამენტში შესვლას“ ,- განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უკვე მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში. თალაკვაძე ამბობს, რომ სტატუს -კვო მალე შეიცვლება.

იტვირთბა....