სამგორში, ნავთლუღის ბაზრობაზე რეგიონებიდან ჩამოსულმა გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს. ისინი პროდუქტების გაყიდისთვის უფლების მიცემას ითხოვდნენ.
როგორც გარემობაჭრეები ამბობენ, ისინი საახალწლო პერიოდში ბაზრობაზე ყოველ წელს ჩამოდიოდნენ და პროდუქციას ყიდდნენ, თუმცა წელს დაწესებული შეზღუდვების გამო, მათ ამის საშუალება არ ეძლევათ.
გარემოვაჭრეების თქმით, ისინი წინასაახალწლოდ შემოსავლის გარეშე რჩებიან.
“მოთხოვნაა, რომ გაგვიშვან და გვამუშაონ ამ ახალ წელს, რომ რაღაც 2 კაპიკი გავაკეთოთ და შევიტანოთ სახლში”,-ამბობს აქციის მონაწილე.
აქციის მიმდინარეობის დროს ცნობილი გახდა, რომ გარემოვაჭრეებს სამგორის ბაზრობაზე თავიანთი პროდუქციის გაყიდვის უფლება მხოლოდ დღეს, 27 დეკემბერს მიეცემათ.