ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნავთლუღის ბაზრობაზე ხმაურია – გარემოვაჭრეები დახლების დადგმას ითხოვენ

ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები არის შეკრებილი, რომლებიც ვაჭრობის უფლებას ითხოვენ.

გარემოვაჭრეები დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და დახლების დადგმას და ვაჭრობის უფლებას მოითხოვენ.

მათ დილიდან დახლების დადგმა სცადეს, თუმცა ამის საშუალება მუნიციპალურმა ინსპექციამ არ მისცა.

როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, მათ შემოსავლის სხვა წყარო არ აქვთ და ოჯახს მხოლოდ გარევაჭრობით არჩენენ.

“ჩვენ ვითხოვთ ვაჭრობის უფლებას, იმიტომ, რომ არ გვაქვს არანაირი სხვა საშუალება შვილები რომ ვარჩინოთ. გვესმის პანდემიაა, ჩვენც ვიცავთ დისტანციას, ყველაფერს გავაკეთებთ როგორც საჭიროა, მაგრამ ესენი ყველაფერს გვიზღუდავენ, რომ არ ვიმუშაოთ. კი ბატონო არ ვმუშაობთ, მაგრამ თითო გარემოვაჭრეს მისცენ 3 000 ლარი,” – განაცხადა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

ადგილზე მობილიზებულია მერიის ინსპექციის სამსახური და საპატრულო პოლიცია. ადგილზე იყო ხმაურიც.

 

იტვირთბა....