ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რა ჯობია, პარლამენტში ყოფნა თუ პარლამენტის გარეთ ყოფნა, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს”- ზურაბ ჯაფარიძე

“მეტი თავისუფლება — გირჩის” ლიდერი, ზარაბ ჯაფარიძის განცხადებით, მას პასუხი არ აქვს რა ჯობია, პარლამენტს შიგნით თუ პარლამენტს გარეთ. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, გარკვეული პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც გაზაფხულზე მშიერი ხალხის წუჩაში გამოსვლის იმედი აქვთ.

“ვიღაცეები ელოდებიან როდის გამწარდება მშიერი ხალხი და გარეთ გამოვა, არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც კი მაგაზე დებენ ფსონს. საბოლოდ კრიზისი იმდენად ღრმა არის და კიდევ უფრო გაღმავდება, რომ ეს გამოიწვევს ხალხის გამწარებას და ეგ იქნება იმის მასტიმულირებელი, რომ ხელისუფლებას მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, მაგრამ, მაქამდე როგორ მიდიხარ ჩემი აზრით მთავარი კითხვა არის ეგ, მაქანდე მისასვლელად რა ჯობია პარლამენტში ყოფნა თუ პარლამენტის გარეთ ყოფნა მაგ კითხვაზე პასუხი არ მაქვს”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, 11 დეკემბერს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც მხოლოდ “ქართული ოცნება” იყო წარმოდგენილი. ვინაიდან ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ბოიკოტირეკას განაგრძობს და საკანონმდებლო ორგანოში უარზე უარს აცხადებს.

 

იტვირთბა....