ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, რუსეთ-თურქეთის არც თუ ისე თბილი ურთიერთობის ფონზე, საკმაოდ უცნაური განცხადება გააკეთა რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გოვრილოვმა. მისი თქმით, აია-სოფია უნდა დაუბრუნდეს ქრისტიანებს.
“ჩვენ გვჯერა და ველით, რომ თურქული მხარე გადმოდგამს მეგობრულ ნაბიჯს და სოფიას დაუბრუნებს ქრისტიანებს” – განაცხადა გოვრილოვმა. მისი თქმით, თუკი თურქული მხარე გადადგამს ამ ნაბიჯს, იგი ხაზს გაუსვამს, რომ კეთილი ნება ყოველთვის პოლიტიკაზე მაღლა დგას.
ჯერჯერობოთ, ოფიციალურ თურქეთს რუსი დეპუტატის ამ ინიციატივაზე განცხადება არ გაუკეთებია.