17 წლის სტიქაროსანი სასულიერო პირს გარყვნილ ქმედების მცდელობაში ადანაშაულებს. აღნიშნული დანაშაულის ამსახველი ვიდეოფაილები და წერილენი ევროპის ერთ-ერთი ქალაქიდან “ფორმულას” მიაწოდეს, რასაც მღვდელი არასრულწლოვან სტიქაროსანს უგზავნიდა.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი სტიქაროსნის დედა ევროპიდან საქართველოში ჩამოვიდა და სასულიერო პირისა და მისი შვილის მიმოწერა საპატრიარქოს პირადად გადასცა. მღვდელი არასრულწლოვანს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს და უხამს ვიდეოებს პერიოდულად უგზავნიდა.
ამავე ტაძრის სხვა სასულიერო პირები ამბობენ, რომ მღვდელმა ევროპის ერთ-ერთი ქალაქი, ამბის გახმაურებიდან 2 კვირაში დატოვა და საქართველოში დაბრუნდა.
ირკვევა, რომ მსგავს ქმედებაში მღვდელი საქართველოშიც იყო შემჩნეული და მხილებული. ის ერთ-ერთ ტაძარში მსახურობდა, რის სემდეგაც ევროპის ეკლესიაში წავიდა და იქ თითქმის 2 წელი საეკლესიო საქმიანობას ეწეოდა.