თელავის საავადმყოფოს დირექტორის ზურა საჩიშვილის მკვლელობას ჰყავს თვითმხილველი, რომელიც ამბობს, რომ მან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონა. ამის შესახებ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.
როგორც თვითმხილველი ბრალდებულის საუბრდან იხსენებს, გარდაცვლილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ესროლა.
“ღამის 12 საათზე სროლის ხმა გავიგე, დაახლოებით 4-5-ჯერ გაისროლეს, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდნენ და ერთი ეუბნებოდა, რატომ მესროლე, მეც დამჭერიო? დედა შემაგინა და იმიტომ ვესროლეო. მანქანაში მოხდა ეს ყველაფერი. მანქანა გაჩერდა, ჩაგუდული ხმა იყო სროლის, გარეთ არ უსვრია. სულ ოთხნი იყვნენ, მთვრალები იყვნენ და შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა ეს ამბავი. თვითონ დარეკა პატრულში და შემდეგ სასწრაფო მოვიდა,”- აცხადებს თვითმხილველი მიხეილ მიქელაშვილი.
შეგახსენებთ, თელავში მკვლელობა 25 დეკემბერს მოხდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, ვ.ზ.- მ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, ზურაბ საჩიაშვილს, ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
ავტომანაქანაში, რომელიც თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ივანე ზანდარაშვილს ეკუთვნის, ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. მანქანაში იჯდა თავად მფლობელიც, მის გვერდით სავარძელში, კი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლევან ბერძენაშვილი იმყოფებოდა.
მანქანის უკანა სავარძელზე, გარდაცვლილი ზურა საჩიშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი, ბიძინა ხატიაშვილი ისხდნენ.
მცირედი შეკამათების შემდეგ, ზადარაშვილმასამსახურებრივი იარაღით, ზურა საჩიშვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. საავადმყოფოს დირექტორი ადგილზე გარდაიცვალა.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ვ.ზ. 26 დეკემნერს დააკავეს.
ამასთან, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხდარი ფაქტის გამო, თანამდებობებს ტოვებენ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ ბერიკაშვილი და თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსი ზვიად ღვედაშვილი.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, კახეთის საოლქო პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.