საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ვარცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შემოქმედის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს “მორალურ-ზნეობრივი დარღვევევის” გამო მღვდელმოქმედება შეუჩერდა.
საპატრიაქროს ინფორმაციით, დეკანოზი ბასილი 2019 წლის ბოლოს უცხოეთში სამკურნალოდ წავიდა და საქართველოში რამდენიმე თვის განმავლობაში არ დაბრუნდა.
საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ჩვენი ინფორმაციით, დეკანოზი ბასილი 2019 წლის ბოლოს სამკურნალოდ წავიდა საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში. წასვლიდან რამდენიმე თვეში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) იგი გაათავისუფლა ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან, ვინაიდან რამდენიმე თვის განმავლობაში არ დაბრუნდა საქართველოში.
როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ამა წლის 18 დეკემბერს შემოქმედის ეპარქიის სამღვდელოების კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ამავე კრების ოქმის თანახმად, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს ,,მორალურ-ზნეობრივი დარღვევების გამო” შეუჩერდება მღვდელმოქმედების უფლება,”- ნათქვამია საპატრიაქროს განცხადებაში.