ახალი ამბები მთავარი სპორტი

სენსაცია: ირლანდიის და შოტლანდიის სარაგბო ნაკრებები თბილისში

“გარდიანთან” ისაუბრა მსოფლიოს რაგბის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარკ იგანმა, რომელმაც საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა: “მეორე დონის ქვეყნების ბევრმა წარმომადგენელმა მითხრა, რომ იაპონელთა მოგებამ სამხრეთ აფრიკაზე დიდი სტიმული მისცა მათ გუნდებს. ახლა მათ იციან, რომ რაგბიშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ისინი უკვე შემტევ თამაშს გვიჩვენებენ. დაცვაში ჩაკეტვა და რაც შეიძლება ნაკლები ანგარიშით წაგება მეორე დონის ქვეყნებისთვის უკვე წარსულია და ეს გვახარებს”.
“მეორე დონის გუნდებისთვის კარგი ტესტები უნდა მომრავლდეს. დაგეგმილია ირლანდიისა და შოტლანდიის ტური საქართველოსა და იაპონიაში”.
საყურადღებოა უელსელი სპეციალისტის უორენ გეტლანდის განცხადებაც.  მისი თქმით, გუნდი მზადაა, ტესტმატჩში “მილენიუმზე” უმასპინძლოს საქართველოს ნაკრებს. ნამდვილი სენსაციაა, რადგან როგორც იქნა უელსის ნაკრები დაფიქრდა საქართველოს ნაკრებთან სპარინგზე.
მართლაც რომ სერიოზული ამბავია “ბორჯღალოსნებისთვის” – სტუმრად უელსთან და შინ ირლანდიასა და შოტლანდიასთან.

იტვირთბა....