ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პრეზიდენტმა სამარცხვინო რამ ჩაიდინა-წამოროშა…”- რას წერს დეკანოზი სალომე ზურაბიშვილზე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საშობაო მილოცვას ეხმაურება.

როგორც დეკანოზი წერს, ზურაბიშვილმა ქრისტეშობა მხოლოდ “კათოლიკურ სამყაროს” მიულოცა, როცა 25 დეკემბერს ქრისტეშობას პროტესტანტების აბსოლუტური უმრავლესობა და მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა ზეიმობს.

“საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთი სამარცხვინო რამ ჩაიდინა-წამოროშა (აბა სხვა რა ვუწოდო?!) და 25 დეკემბერი მარტო კათოლიკურ სამყაროს მიულოცა, პროტესტანტული ქვეყნები და მოსახლეობა დააიგნორა, მსოფლიოს მილიონობით მართლმადიდებელი, საბერძნეთიდან დაწყებული დარუმინეთ-ბულგარეთით დასრულებული,  უგულებელყო. რა ღმერთი გაგიწყრა: ბავშვობიდან რომ გაიზარდე და მრევლი გერქვა პარიზის წმ ნინოს ქართული ეკლესიის, რომელიც კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს ემორჩილება, 25 დეკემბერს არ აღნიშნავდით ახალი სტილით შობას და დღემდე ასე არაა ამ ეკლესიაში?! კათოლიკური ეკლესიის მრევლი იყავი?! ეს რა ამნეზია გჭირს, თუ რა მავნებლობაა?!

p.s. ტვიტერზე გამოასწორა მერეო, მის ფეისბუკზე ისევ ისეა პირვანდელი სახით ამ წუთასაც”. – წერს დეკანოზი.

 

იტვირთბა....