ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ვიდეო) რა გახდა თელავში ექიმის მოკვლის მიზეზი და რას ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები

რა გახდა თელავის საავადმყოფოს დირექტორის ზურა საჩიშვილი მოკვლის მიზეზი, ახლობლებისთვის უცნობია.

გარდაცვლილის ახლობლები TV “პირველთან” აცხადებენ, რომ ზურა საჩიშვილი უკონფლიქტო ადამიანი იყო.

“:იყო იდეალური პიროვნება. არანაირი კონფლიქტური არ ყოფილა. ბოლოს გუშინ ვნახე პრესკონფერენციაზე.”- აცხადებს გარდაცვლილის თანამსრომელი.

ირკვევა რომ ის  წარსულში პოლიციის თანამშრომელი იყო. თუმცა ახლობლები გამორიცხავებ, რომ მკველობა მის წარსულ საქმიანობას უკავსირდებოდეს.

“გამორიცხულია მის საქმიანობას უკავშირდებოდეს. ერთმანეთს არ იცნობდნენ. ერთ ადამიანს მაინც თუ ნახავთ, ვისაც ამას კონფლიქტი ჰქონია, ვიტყვი, რომ იყო კონფლიქტი,”- აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

შეგახსენებთ,  თე­ლავ­ში მკვლე­ლო­ბა 25 დეკემბერს მოხ­და. საგამოძიებო უწყების ცნობით, თე­ლა­ვის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, ვ.ზ.- მ თე­ლა­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორს, ზუ­რაბ სა­ჩი­აშ­ვილს, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული  ვ.ზ. დღეს დააკავეს. 

ამასთან, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხდარი ფაქტის გამო, თანამდებობებს ტოვებენ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ ბერიკაშვილი და თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსი ზვიად ღვედაშვილი.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, კახეთის საოლქო პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

იტვირთბა....