“რა ღმერთი გაგიწყრა. ბავშვობიდან რომ გაიზარდე და მრევლი გერქვა პარიზის წმ ნინოს ქართული ეკლესიის, რომელიც კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს ემორჩილება, 25 დეკემბერს არ აღნიშნავდით ახალი სტილით შობას და დღემდე ასე არაა ამ ეკლესიაში?! კათოლიკური ეკლესიის მრევლი იყავი?! ეს რა ამნეზია გჭირს, თუ რა მავნებლობაა?!”
დეკანოზი ილია ჭიღლაძე
დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საშობაო მილოცვას ეხმაურება. როგორც დეკანოზი წერს, ზურაბიშვილმა ქრისტეშობა მხოლოდ “კათოლიკურ სამყაროს” მიულოცა, როცა 25 დეკემბერს ქრისტეშობას პროტესტანტების აბსოლუტური უმრავლესობა და მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა ზეიმობს.