ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საქართველოში დიქტატურა მყარდება!” – “ფრესკოს” დამფუძნებელი პრემიერის განცხადებას ეხმაურება

კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებელი, ვასილ სოფრომაძე კომპანიის ოფიციალურ გვერდზე მიმართვას ავრცელებს.

“ფრესკოს” დამფუზნებელი აღნიშნული განცხადებით ბიზნესმენებს მიმათავს და თან საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მიერ, პლენალურ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც ბიზნესმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში დიქტატურა მყარდება. ამასთან, ვასილ სოფრომაძე, მის ნათქვამ სიტყვებს საერთაშორისო ბიზნესის მისამართით სიგნალს უწოდებს:

„ჩემი დღევანდელი სიტყვა ეხება აბსოლუტურად ყველას, ნებისმიერ ბიზნესმენს: ტაქსის მძღოლს, მეთონეს, გადამზიდ კომპანიას, ტურისტულსა და ნებისმიერ სხვა კომპანიას. იმ ფონზე, როდესაც დღეს ქვეყანა დაკავებულია პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხით, როდესაც, წინ მინიმუმ ერთ კვირიანი საახალწლო-საშობაო ვაჭრობა და სამზადისია, საქართველოში მყარდება დიქტატურა. მე ამის თქმის საფუძველს მაძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას გუშინდელი გამოსვლა პარლამენტში.

მთავრობის მეთაურის განცხადება არის სიგნალი საერთაშორისო ბიზნესისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა შემოვიდეს საქართველოში, რომელიც ისე სჭირდება ჩვენს ქვეყანას, როგორც ჟანგბადი, მაგრამ არცერთი კომპანია, არც ტრანსნაციონალური და არც არატრანსნაციონალური, რომელიც აწარმოებს ღია ბიზნესს, ნებისმიერ ბირჟაზე, ლონდონისა თუ ნიუ-იორკის, ჰონკონგის ბირჟაზე კვოტირებს და საკუთარ თავს ცემს პატივს, არცერთი კომპანია არასოდეს არ შემოვა, აი ამ სიგნალის მიღების შემდეგ“, – აცხადებს ვასილ სოფრომაძე გავრცელებულ მიმართვაში.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პლენალურ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაში, უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობასა და მასთან მიმართებაში ინდივიდუალურ მიდგომაზე საუბრა.

იტვირთბა....