“თუ ეს მესამე მსოფლიო ომია, მაშინ ის ხალხებსა და მთავრობებს შორის მიმდინარეობს,” – ამ განცხადებას მწერალი, ალექსანდრე პაიკიძე სოციალურ ქსლში ღია სივრცეში პირბადის ტარებაზე საუბრისას აკეთებს.
როგორც მწერალი თავის პოსტში აღნიშნავს, ღია სივრცეში პირბადე, მხოლოდ ბრძანებებთან მიჩვევის, შეგუების ფორმაა.
“მეტრონომი” ალექსანდრე პაიკიძის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
„საინტერესო ფრაზა გამოჩნდა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ფრიად გულუბრყვილო ფორმით გააჟღერეს და სხვანაირად რომ ვთქვათ – შემოგვაპარეს.
– ძველებურად ვეღარ ვიცხოვრებთ, ყველაფერი ახლებურად იქნება! – დაახლოებით ასე ჟღერს ეს ლოზუნგი.
კეთილი და პატიოსანი.
რა იგულისხმება სიტყვა ძველებურში?
ახლა უკვე ცხადია, რომ მთლიანი მსოფლიოს ე.წ. ახალი წესრიგი.
რითია ეს განპირობებული?
მსოფლიოს მთავრობათა უსიტყვო შეთანხმებით, ასე შეგვიძლია შევაფასოთ.
მაგრამ, რა მოხდა ისეთი, რომ ასეთი „გადატვირთვა“ გახდა საჭირო?
პრინციპულად არაფერი!
მსოფლიო ჯანდაცვის სისტემის სრული მონოპოლიზაციის შედეგად, დადგა რეალობა როდესაც იმავე მსოფლოს სახელმწიფოთა თითქმის სრული შემადგენლობა აღმოჩნდა ან აღმოჩნდება კიდევ უფრო რთული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე.
თითქმის არ არსებობს სახელმწიფო, რომელსაც ვალი არ გააჩნია.
ვალი კი, ვალდებულებაა!
თუ ეს მესამე მსოფლიო ომია, მაშინ ის ხალხებსა და მთავრობებს შორის მიმდინარეობს.
არ იფიქროთ, რომ რამე სპონტანურად ან ემოციის საფუძველზე ხდება.
მომავალი წელი იქნება გადამწყვეტი ამ ბრძოლის საბოლოო დასასრულის, მისი კონტურების დასანახად.
თუ ასე გაგრძელდა, კერძო საკუთრება საერთოდ გაქრება, პირველ რიგში კი – მიწა, რომელიც ცხოვრების დამოუკიდებელ საშუალებას იძლევა.
შემდეგ იქნება წყალი.
შეიძლება ვერ ვაანალიზებთ, მაგრამ ღია სივრცეში პირბადე, მხოლოდ ბრძანებებთან მიჩვევის, შეგუების ფორმაა. დაახლოებით ისე, როგორც ცირკში ან ფერმაში წვრთნიან ცხოველებს.
თქვენ შეიძლება ეთანხმებოდეთ ამას, შეიძლება არ ეთანხმებოდეთ, ჩემთვის სულ ერთია.
პ.ს. გაისად 5,26 მილიარდ ვალს ვიღებთ, ზუსტად იმდენს, საჯარო სექტორს რომ ეყოფა წლის განმავლობაში“, – წეწრს პაიკიძე.