ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “არის ფხაკაძის პირბადე და არის ელიავას ბაზრობის პირბადე” – ექიმი ფარმაკომპანიებს მიმართავს

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ექიმი კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე საუბრისას განსაკუთრებულად სამედიცინო პირბადეების საკითხზე ამახვილებს ყურადრებას.

“რაც დავინახე პირბადესთან დაკავშირებით… მოკლედ, უკვე დაინერგა ტერმინი “ფხაკაძის პირბადე”… აი, აქ მინდა ერთი რამე ვთქვა, რომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ პირბადეზე, ალბათ ხარისხიან პირბადეზე ვილაპარაკებთ… ზოგი ფარმაკომპანია კარგ პირბადეს ყიდის, ზოგი არც ისე, ზოგი კი საერთოდ არ ვიცი რას ყიდის. შესაბამისად თქვენი დახმარება ჭრდება. ასე ვთქვათ, ერთობრივი ძალებით… ესეთი წინადადება მაქვს, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ პირბადეზე, ვგულისხმობთ სამედიცინო პირბადეს, ნუ იქ ცოტა ტექნიკური საკითხებია, მაგრამ აფთიაქში უნდა იყოდებოდეს სამედიცინო პირბადე და არა აფთიაქში არასამედიცინო პირბადე. ნუ, ეს ნორმალური ამბავია.

როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ არის “ფხაკაძის პირბადე” და არის ელიავას ბაზრობის პირბადე, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული მშენებლობაზე. მოდი ასე დავლაგდეთ, რომ გვექნება ორი პირბადე, მოკლედ ძალიან რთულია ამაშ გარკვევა. ვკითხოთ ამ აფთიაქებს ან გააკეთონ “ფხაკაძის პირბადე” და თუ აფთიაქებს აქვთ პრობლემა და სტანდარტებთან დაკავშირებით მაშინ მე მათ დავეხმარები. გადავუგზავნი ყველა დოკუმენტს და ნახავენ თუ როგორია სამედიცინო პირბადე.

სააფთიქო ქსელებმა პირბადეებზე ფასი დაუწიეს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ყველა მათგანს. მაგრამ ახლა საუბარია ხარისხიან პირბადეზე. მხოლოდ ხარისხიანი პირბადე დაგვეხმარება ჩვენ, რომ წინ წავიდეთ.” – აცხადებს ფხაკაძე ვიდეომიმართვაში.

 

იხ: ვიდეო:

იტვირთბა....