ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ექიმი მძიმე ეპიდვითარების მიმოხილვასთან ერთად ვირუსიის წინააღმდეგ სხვადასხვა მედიკამნეტებზე საუბრობს.
აღნიშნულ მიმართვაში ფხაკაძე იმ წამლის შესახებ ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ქართულ სააფთიქო ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
“რაც შეეხება კორონასთან ბრძოლის წამლებს… – ჰო, რა გამახსენდა წამალთან დაკავშირებით, აფთიაქში იყიდება რაღაც წამალი “ღვთის მადლი” ეს რა უბედურებაა. 60 ლარი ღირს. “ღვთის მადლი” რა შუაში არის სხვა სახელი მაინც დაგერქვათ. არცერთ ჩარჩოში არ ჯდება. და თუ გგონიათ ამაზე ხმას არ ამოვიღებდი ძალიან ცდებით.” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე ვიდეომიმართავში.