ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პოლიტიკური პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება” დაფუძნდა

ზურაბ ჯაფარიძემ ახალი „გირჩი – მეტი თავისუფლება“ დააფუძნა.

დღეს, გამართულ პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარედ ზურაბ ჯაფარიძე აირჩიეს.

„მთავარი განსხვავება იქნება, რომ მე მინდა ახალი გირჩი იყოს მართლა გახსნილი, ღია პლატფორმა ამ ახლაგაზრდებისთვის. ჩემი თავი, როგორც ცნობადობის მქონე ადამიანის, როგორც გირჩის ბრენდი, როგორც გირჩის ტელევიზია, ამ ადამიანებმა გამოიყენონ საკუთარი იდეების წინ წამოსაწევად და მათ შორის, სცადონ საკუთარი თავი ქართულ პოლიტიკაში“,- განუცხადა ჟურნლაისტებს ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, თანაპარტიელებს ზურაბ ჯაფარიძე რამდენიმე კვირის წინ გაემიჯნა, როცა ფეისბუკზე დაწერა: „ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას“.

იტვირთბა....