მთავარი ციტატა

“ბიძინა ივანიშვილს გადახდილი ჰქონდა დიდი ფული, მაგრამ ვერ დარჩა კმაყოფილი და მათ შორის დიდი ომი მოხდა” – შალვა ნათელაშვილი

ისფედის“ სისტემაში ივანიშვილისთვის სასარგებლო მონაცემების დასაწერად ბიძინა ივანიშვილს გადახდილი ჰქონდა დიდი ფული, მაგრამ ვერ დარჩა მერე შედეგით კმაყოფილი და ამის თაობაზე მოხდა მათ შორის დიდი ომი. რეალობა ეს არის.”

შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი

ამის შესახებ მან მედიასთან საუბრისას განაცხადა.

აღნშნული განცხადება მან ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების ირგვლივ განვითარებოლ მოვლენებთან დაკავშრებით გააკეთა.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა 25 დეკემბერს პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენეს, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც.

ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.

ინფორმაციითსვის,  „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა ორი დღის წინ დატოვა.

იტვირთბა....