გარდაცლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს.
“მეტრონომი” გარდაცვლილი პროგრამისტის დედის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
„მივმართავ იქს ნინოს, როგორც პროკურატურამ შეარქვა. იმედია ეს თქვენი ნამდვილი სახელი არ იქნება ქ-ნო ნინო. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოსამძიმრებისთვის, სამწუხაროდ ვერ გნახეთ და ვერ გაგიცანით გმირი ქ-ნი (რამეთუ უხილავი მტრისგან ასეთ დარტყმას არ ველოდი) და გაგაფრთხილოთ, აქამდე შეიძლება არაფერი დაეშავებინათ თქვენთვის, (სანამ საქმე დაიხურებოდა)ახლა უფრო ადვილად გაგიმეტებენ, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება თამარივით არ დაუშვათ შეცდომა და მომაწოდოთ ინფორმაცია.
ე.წ. „ციგანსკაია პოჩტით“ ან მასკიროვკით (თმის პარიკი, ულვაში თუ ლინზა იქნება) მომმართოთ პოლიკლინიკაში, როგორც პაციენტმა რუსთავის გზატკეცილი 28. სადაც არავის გაუკვირდება პაციენტის შემოსვლა ჩემთან. ყველაფერს ვერ გააკონტროლებენ. (ბავშვი ფილფანიც კი ვერ იპოვეს).
კიდევ ვიმეორებ თუკი შეძელით თამუნას საპატივსაცემოდ მოსვლა მის პანაშვიდზე ახლაც შეძლებთ თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად მოსვლას, რომელსაც მე გპირდებით თამარის სახელით. თამუნას გამოცდილება არ ეყო და უთქმელობამ დაღუპა კიდეც. იმედია თქვენ უფრო მეტად გაგიმართლებთ თუ სწორად იმოქმედებთ. ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა. მე კი დაგელოდებით და ყველა პაციენტში დაგიწყებთ ძებნას. პატივისცემით თამარის დედა თეონა. წარმატებები“, – ნათქვამია ბაჩალიაშვილის დედის მიერ გავრცელებულ სტატუსში.
ცნობისთვის, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე დახურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, გამოძიებამ დაადგინა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.