საქართელოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სიჭინავას განმარტებით, გასეული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 4 119 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 200 339-ს მიაღწია.
მისივე განცხადებით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ის ინფიცირებისგან 39 ადამიანი გარდაიცვალა. ხოლო პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 352 პირი ემსხვერპლა.
ამასთან, როგორც დავით სიჭინავამ ბრიფინგძე განაცხადა, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 784 ახალი შემთხვევებიდან, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში დაფიქსირდა.
ასევე, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 17 791 შემთხვევიდან 5 701 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. თვითიზოლაციაში კი 38 003 ადამიანი იმყოფება.
ხოლო, მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 379 პირი იმყოფება.