ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

(ვიდეო) “ოცნებას აუცილებლად მოუწევს აშშ ელჩის ბოლო განცხადებაზე სერიოზული დაფიქრება” – დავით ჭიჭინაძე

“ჩვენი ქვეყნის მომავალი პირველ რიგში ჩვენ უნდა შევქმნათ, რადგან ვერავინ მოვა და ვერავინ “დაგილაგებს” სიტუაციას,” – აღნიშნული განცხადება “ტრიბუნას” დამფუძნებელმა, დავით ჭიჭინაძემ “ფორმულას” ეთერში საუბრისას განაცხადა.

ამასთან, როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნულ ტელეკომპანიასთან საუბრისას განმარტა, “ოცნებას” აუცილებლად მოუწევს აშშ ელჩის ბოლო განცხადებაზე სერიოზული დაფიქრება.

“თვითონ ელჩებმა დაუშვეს თავიდან ძალიან დიდი შეცდომები. როდესაც ოპოზიცია გადალახულებად და არაგადალახულებად დაყვეს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ პირდაპირ გაიზიარეს “ოცნების” არითმეტიკა;
როდესაც, ოპოზიციაზე ცდილობდნენ ზემომედებას, რათა მათ არჩევნები ეღიარებინათ და პარლამენტში შესულიყვნენ. ჩვენი ქვეყნის მომავალი პირველ რიგში ჩვენ უნდა შევქმნათ, რადგან ვერავინ მოვა და ვერავინ “დაგილაგებს” სიტუაციას. თუმცა, “ოცნებას” აუცილებლად მოუწევს აშშ ელჩის ბოლო განცხადებაზე სერიოზული დაფიქრებაც, იმიტომ, რომ მათ გაითვალისწინეს ხალხის აზრი, ხალხში კი, ცვლილებების მოთხოვნაა.” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

იხ.ვიდეო:

იტვირთბა....