ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ზურაბ ჯაფარიძე დღეს, ახალ „გირჩს“ დააფუძნებს

ზურაბ ჯაფარიძე დღეს, ახალ „გირჩს“ დააფუძნებს.

გირჩის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღევანდელ ყრილობაზე პარტიის თავჯდომარეს აირჩევენ.

მათივე ინფორმაციით, ახალი გირჩის სახელწოდება “მეტი თავისუფლება-გირჩი” იქნება.

ხოლო, პარტიის ყრილობაზე დაახლოებით 400-მდე ადამიანი იქნება შეკრებილი.

შეგახსენებთ, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.

“ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას”, – წერდა ჯაფარიძე.

იტვირთბა....