ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს – პირველი არხი

კახეთში მკვლელობა მოხდა – მოკლულია თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი. მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს.

საქართველოს პირველი არის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ მკვლელობაში ბრალდებული თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ვ.ზ.-ა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა იყალთოში, ერთ-ერთ ოჯახში, სუფრაზე დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რომელიც ქუჩაში გაგრძელდა. გასროლის შედეგად ხელის არეში დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილიც, რომელსაც ჭრილობები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ადგილზე დაუმუშავა.

ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

წყარო: პირველი არხი

იტვირთბა....