ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.
“ბოლოს ზღვა ენატრებოდა… იცოდა ვეღარასდროს გაირუჯებოდა. მზეზე-ქიმიოთერაპია არ აძლევდა უფლებას…
პირველად სულ პატარა გამაგრება აღმოაჩინა მკერდზე და მეორე დღესვე გაიქცა, გამოიკვლია, ოპერაციაც ძალიან მალევე გაიკეთა და გახარებული ამაყად ამბობდა-მე მოვერიე კიბოს! მე ვიცოცხლებ 100 წელს და ყველას მოგხედავთო… ვერავის მოგვხედა. მალევე მეორე, უფრო დიდი მოცულობის და უფრო აგრესიული სიმსივნე ამოხტა.
ბოლომდე იბრძოდა,ბოლომდე ფეხზე იდგა… ბოლო დღე კი 21 დეკემბერი იყო!
21 დეკემბერს გაფრინდა ჩემი ლალკა, რომელიც მას შემდეგ მახსოვდა ჩემს გვერდით რაც დავიბადე.როცა ბავშვობის მეგობარს კარგავ,შენი ნაწილიც კვდება და მას მიყვება…
ჩემი ლალკა ძალიან მენატრება…
დღეს 4 წელი გავიდა რაც აღარ მყავს…” – წერს ჟურნალისტი.