ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ერთადერთი ოცნება მქონდა, რომ დედა დაეძახა” – მსახიობი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდს იხსენებს

ლელა წურწუმიას გადაცემაში ახალი შაბათი შოუს მსახიობმა, თათა სულუაშვილმა მისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდზე ისაუბრა.

მსახიობმა გადაცემაში სტუმრობისას ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც გაიგო, რომ მის შვილს აუტისტური სპექტრი ჰქონდა.

ამასთან, როგორც მსახიობმა გადაცემაში იმ სტიგმასა და სირთულეებზეც ისაუბრა, რასაც ის მუდმივად აწყდებოდა. მისივე თქმით, ერთობლივი ბრძოლით მისმა შვილმა აუტიზმი უკვე დაამარცხა.

“დათა ახლა არის 6 წლის, როდესაც იყო წლის და ხუთი თვის დაეწყო უძილობა. თავის ტკივილი, დილის 5 საათამდე ქუჩაში გვეძინა ერთად, პლედი გვქონდა მოხვეული. მყავდა ნევროპათოლოგთან, მაგრამ მითხრა, ხდება ასე, ხასიათის ბავშვიაო. წლინახევრის ასაკში დაეწყო რეგრესი, მანამდე დედას მეძახდა, მცნობდა, ემოციები ჰქონდა, მაგრამ დაავიწყდა ყველაფერი. აღმოვაჩინე, რომ ჩემზეც აღარ ჰქონდა რეაქცია.

არ მოსწონდა ფუნქციური სათამაშოები. ნებისმიერი ბავშვი, რომელსაც მანქანას მისცემთ, შეეცდება, ეს მანქანა გააგოროს ან გაატაროს, მაგრამ დათა მხოლოდ ბორბალს ატრიალებდა რუტინულად. პირველად ეს შეამჩნია დედამ. მითხრა: თათია რაღაც პრობლემა აქვს ამ ბავშვსო.

დედას თხოვნით და მეც უკვე ეჭვებდი რომ ვიყავი, მივიყვანე ფსიქიატრთან. ჩაუტარა ტესტი. პასუხს დიდი დრო დასჭირდა. დაახლოებით ერთ თვეში როცა მივედი პასუხზე, შემომიტრიალა ექიმმა კომპიუტერი და მონიტორზე ეწერა აუტისტური სპექტრი.

იმ წუთას გავიყინე, ცრემლები წამომივიდა და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. არ მქონდა არანაირი ინფორმაცია, როგორ უნდა მემართა, როგორ გავიდოდი ფინალში, რით დასრულდებოდა ეს ყველაფერი.

მეორე დღიდან დავიწყე აქტიურობა, მე დათასთვის უნდა მეშველა. ძალიან რთული გზა გავიარე. თერაპევტმა და ფსიქიატრმა რაც არ უნდა გააკეთოს, დედა თუ არ არის ჩართული, ისე შედეგი არ იქნება. დილით თერაპიაზე მიმყავდა დათა, დამყავდა სამსახურში, დაბადების დღეებზე, მაქსიმალურ თავისუფლებას ვაძლევდი.

დათას გამო დავიწყე დაბადების დღის ცენტრში მუშაობა, საღამოობით დათასთან და ქეთოსთან ერთად მიმყავდა დაბადებუს დღეები, რაღა ბავშვი გახსნილიყო… ახლა ძალიან კარგად არის. ჩვენ ვიბრძოლეთ და მოვიგეთ.

თუმცა, იყო შემთხვევა, როცა დედაჩემთან ერთად მიკროავტობუსიდან ჩამოსვეს. აი, ასე, მძღოლმა გააჩერა და ჩამოსვეს მგზავრებმა. დათა ხმაურობდა, ფეხებს იქნევდა და მგზავრები შეწუხდნენ, მძღოლს გააჩერებინეს და ჩამოსვეს. ამის შესახებ დედამ სახლში მოსვლის შემდეგ მიამბო. ასეთი ეპიზოდი ხშირად იყო. ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია და სათანადო თანაგრძნობა”  – განაცხადა მსახიობმა.

იტვირთბა....