კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას არ გავივლი – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
„მე სკეპტიკოსებს მივეკუთვნები. ჯანდაცვის მინისტრს უკვე ვუთხარი, რომ ვაქცინაციას არ გავივლი“, – აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, გაზაფხულისთვის ქვეყანაში დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება.