“”ხელფასი არ ჩამრიცხვია. რომც გვემუშავა და რომც შევსულიყავით, ჩვენ გვქონდა ჩვენი ხელფასის გადანაწილების ჩვენი წესი. ხელფასს არ ვიღებთ გირჩის პოლიტიკოსები, მეც და სხვაც. ჩვენ გვყავს ჩვენი შემომწირველები, ანუ ადამიანები, რომელთა სახელითაც ვმოქმედებთ. ამიტომ, ვაპირებდით, რომ ეს ხელფასი თანაბრად გადაგვენაწილებინა ტოპ 10 ადამიანზე, რომლებმაც პრაიმერიზში მხარი დაგვიჭირა, ასეთ გეგმაზე ვფიქრობდით.”
გირჩის” თავმჯდომარეს, იაგო ხვიჩია
ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
დეპუტატების ნაწილს, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, ხელფასები ჩაერიცხათ. მათ შორის, ნატო ჩხეიძეს, რომელმაც ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და თქვა, რომ არ იცის რა უყოს თანხას. დეპუტატის ხელფასი ჩაერიცხა ელენე ხოშტარიასაც, რომელმაც თანხა უკან, ხაზინაში დააბრუნა.