ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“თურქეთს ისრაელთან უკეთესი ურთიერთობები სურს” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთს ისრაელთან უკეთესი ურთიერთობები სურს – ამის შესახებ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„დაზვერვის ხაზით ისრაელთან ჩვენი ურთიერთობები გრძელდება. არსებობს პრობლემები. პალესტინის საკითხი ჩვენთვის წითელი ხაზია. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ზოგადად კი, გულწრფელად გვსურს, რომ ისრაელთან ჩვენი ურთიერთობები გაუმჯობესდეს“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ცნობისთვის, თურქეთმა და ისრაელმა თავისი ელჩები 2018 წელს გაიწვიეს, ღაზის სექტორში სიტუაციის გამწვავების შემდეგ.

იტვირთბა....