ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მცურავი გაცვლითი კურსის პერიოდში პროგნოზი შეუძლებელია…” – კობა გვენეტაძე

მცურავი გაცვლითი კურსის პერიოდში რამე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკი მიიღებს ისეთ შესაბამის ზომებს, რაც ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი იქნება.

“მცურავი გაცვლითი კურსის პერიოდში აბსოლუტურად შეუძლებელია რამე პროგნოზის გაკეთება. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკი იმ ადეკვატურ ზომებს მიიღებს, რომელიც ამ სიტუაციიდან ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება. არის პერიოდები, როცა შეიძლება ვალუტა უფრო მეტად გაუფასურდეს, ვიდრე სხვა ვალუტები, მაგრამ საკითხს არ უნდა შევხედოთ მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში. მას შემდეგ უნდა შევხედოთ, რაც გარკვეულწილად პროცესი გადაივლის. მოკლე პერიოდში შეფასება სწორი არ არის.

წლის დასაწყისიდან თურქული ლირის გაუფასურება 29 პროცენტით მოხდა, რუსული რუბლის 21 პროცენტია, ქართული ლარის 14 პროცენტი, სომხური დრამის – 9 პროცენტი. ეროვნულ ბანკს აქვს რეზერვები და მათი გამოყენება მოხდება გარემოების შესაბამისად. იქედან გამომდინარე, რომ ეს რეზერვებიც ლიმიტირებულია და ულევი არ არის, კურისის პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია და გეტყვით, რომ რეზერვების შეფასების კრიტერიუმები არსებობს. სხვადასხვა კრიტერიუმი არის, მაგრამ ყველაზე მისაღებია ის, რომელიც შემუშავდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ეს არის სპეციალური მეტრიკი და ფასდება ქვეყნის ადეკვატურობა ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვებზე.

დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბანკს არაადეკვატური რეზერვები ჰქონდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩემ მიერ გაკეთებულ განცხადებას თუ გაიხსენებთ, ვამბობდი, რომ რეზერვები არაადეკვატური გვაქვს და საჭიროა მათი შევსება. როცა საშუალება იყო, ეროვნული ბანკი ვალუტის შესყიდვას ახორციელებდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 450 მილიონი ვიყიდეთ. შარშან პირველი წელი იყო, როცა წლის ბოლოს ეროვნული ბანკის რეზერვები ამ მაჩვენებლით, რომელიც ყველაზე მიღებული მაჩვენებელია რეზერვების გაზომვის, დაუხლოვდა რეზერვების დაშვებული ზღვრის ქვედა მაჩვენებელს. ანუ, ეს მეტრიკი არის 100 პროცენტიდან 150-მდე. ჩვენ გვქონდა 99 პროცენტი, თითქმის, 100 პროცენტი. წელს გვექნება 100-ზე ზემოთ. ანუ, ადეკვატური. იმ ფრთხილი პოლიტიკით, რომელსაც ვახორციელებთ, ჩემი პროგნოზით, პროცესი ისე უნდა გავიროთ, რომ ძალიან ახლოს ვიყოთ ამ მაჩვენებელთან და არ დაგვერღვეს ადეკვატურობა სარეზერვო რეზერვის“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

იტვირთბა....