მთავარი ციტატა

“რამდენჯერმე შეუსწორეს და მაინც თავისას მიერეკება!” – რას წერს ბონდო მძინარიშვილი თეა ადეიშვილზე

“ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის არაერთხელ მითქვამს (დამიდასტურებენ, თუკი ამ სტატუსს ნახავენ) არასოდეს ეკამათოთ სტუმარს პირდაპირ ეთერში, თუ თემას კარგად არ იცნობთ; გადაცემისთვის კარგად მოემზადეთ, მაგრამ თუ ვერ მოასწარით, მაშინ შეკითხვის ფორმა მიეცით თქვენს მოსაზრებას, რომ რესპონდენტმა მალიმალ შესწორებით თქვენი მოუმზადებლობა და უცოდინარობა ყველასთვის თვალსაჩინო არ გახადოს! ახალგაზრდებს კი არა, აი, ახლა ვუსმენ თამამი არხის წამყვანს, ლამის ჩემი ასაკის თეა ადეიშვილს და გაოგნებული ვარ არა მარტო მისი მოუმზადებლობით, არამედ მიუხვედრელობითაც: რესპონდენტებმა – სასულიერო პირმა და თეოლოგმა – რამდენჯერმე შეუსწორეს და მაინც თავისას მიერეკება! ძნელია ჟურნალისტობა, ძალიან ძნელი!”

ბონდო მძინარიშვილი – ჟურნალისტი

ამის შესახებ ის სოციალურ ქსლში წერს.

იტვირთბა....