„მათი გადასაწყვეტია, ჩვენ დემოკრატიულ საქართველოში ვცხოვრობთ, შესაბამისად, ყველა პოლიტიკური პარტია ირჩევს თავის გზას. მე გამიხარდებოდა აქ რომ ყოფილიყვნენ, ცოტას გავერთობოდით. თუმცა, მათ არ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ისინი არ იღებენ პასუხისმგებლობას თბილისელების წინაშე და იმ განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც სჭირდება თბილისს და თბილისელებს.“
კახი კალაძე – თბილისის მერი
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
კალაძემ აღნიშნული განცხადება საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის არყოფნასთან დაკავშირებით გააკეთა.