მთავარი ციტატა

“ნეოფიტისთვის გასაგებ ენაზე აგვიხსენით, ვიყოთ ძალიან ცუდ ხასიათზე გაისად, თუ რა ვქნათ?” – წულუკიანი კობა გვენეტაძეს კითხვით მიმართავს

„რომ წარმოვიდგინოთ, გლდანში, ლოტკინზე, სამგორში და სოფლებში ჩართულია ტელევიზორი და გისმენენ, ადამიანებს აწუხებთ, რა დაემართება მომავალ წელს ლარს და ნეოფიტისთვის გასაგებ ენაზე გთხოვთ აგვიხსნათ, რა დოზით შეგვიძლია ვიყოთ შეწუხებულები, ვიყოთ უიმედოდ თუ რაღაც იმედის უფლება გვაქვს?! რა თქმა უნდა, არც პანდემიაა თქვენი ბრალი და არც ის, რომ ჩვენი ეკონომიკა ჯერ კიდევ ბევრად ჩამოკიდებულია ტურიზმზე. ამ რეალობაში რას გვეტყვით ლართან დაკავშირებით? ვიყოთ ძალიან ცუდ ხასიათზე გაისად თუ რა ვქნათ?“

თა წულუკიანი – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის  თავმჯდომარე

წულუკიანმა აღნიშნული კითხვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს  პარლამენტის სხდომაზე დაუსვა.

რის საპასუხოდაც გვენეტაძემ განმარტა, რომ – „ზომები, რომლებსაც ჩვენ კრიზისის წინ ვიღებდით, დოლარიზაციის შემცირებისკენ იყო მიმართული. ის ინტერვენციები, რომლებიც ჩვენ ახლა გამოვიყენეთ მიმართულია იმისკენ, რომ შევავსოთ ის დანაკლისი, რომელიც ქართულმა ეკონომიკამ წელს განიცადა ტურიზმის დანაკლისისგან,“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, კობა გვენეტაძემ 2021-2023 წლების ფულად – საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დადგენილების პროექტი წარადგინა.

 

 

იტვირთბა....