ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ენმ-ის თავმჯდომარე ვაშალომიძე იქნება, რადგან ის სააკაშვილის ფავორიტია და გადამწყვეტი არის მიის სიტყვა”- ვახტანგ ძაბირაძე

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდიმარე ლევან ვარშალომიძე გახდება, ვინაიდან ის მიხეილ სააკაშვილის ერთგული მეგობარია. ამის შესახებ ძაბირაძემ “პრაიმტაიმთან” განაცხადა.

როგორც ძაბირაძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას საკმად მაღალი ელექტორალური მხარდაჭერა აქვს გლდანში, მას სრული  მხარდაჭერა არ აქვს მიხეილ სააკაშვილის.

„ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, უფრო ვარშალომიძეზე გაკეთდება აქცენტი, რადგან ამ პარტიაში გადამწყვეტი არის სააკაშვილის სიტყვა. ვარშალომიძე არის სააკაშვილის ყველაზე ერთგული, სტაჟიანი თანამშრომელი და მეგობარი. სააკაშვილი მას გაცილებით მეტად ენდობა, ვიდრე ნიკა მელიას. მგონია, რომ თავმჯდომარე ვაშალომიძე იქნება, რადგან ის სააკაშვილის ფავორიტია.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას ხანდახან სიტყვა გაურბის და დაუკრეფავშიც გადადის, მას გლდანში აქვს საკმად მაღალი ელექტორალური მხარდაჭერა, თუმცა სრული მხარდაჭერა არ აქვს მიხეილ სააკაშვილის“,- განაცხადა ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, 15 დეკემბერს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაძაძემ პარტია დატოვა. 20 დეკემბერს, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ. თავმჯდომარეს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.

იტვირთბა....