„მე ვერ ვიტყვი, რომ დიდად დაგვაკლდა ნორჩი აგრარიკოსი ნინო წილოსანი, ან სიბრძნეების მფრქვეველი ქალბატონი ელისო ბოლქვაძე, ან ახალი ვარსკვლავები ზავრადაშვილი თუ ტალიაშვილი. გუშინ უმრავლესობამ დალოცვით დაამთავრა… ასე რომ იმსახურებთ იმას რაც ხართ. თქვენ, მეგობრებო, გააყალბეთ არჩევნები, მიიტაცეთ ძალაუფლება, ახლა დარჩით მარტო სახლში და მოსთქვამთ“.
გიგი უგულავა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
უგულავა „ფორმულას“ ეთერში გამოეხმაურა, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, პარლამენტში ოპოზიციის დანაკლისის შესახებ.
„ოპოზიცია პარლამენტს ყველა შემთხვევაში აკლია, ისეთიც კი, როგორიც ის არის“, – თქვა კობახიძემ.