ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„როცა ტრიბუნასთან ფინანსთა მინისტრი დადგება, მე-3 რიგის მე-3 სკამზე მე მოველანდები“ – გიცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც მმართველ პარტიას „ოპოზიცია პარლამენტში დააკლდება“.

როგორც გოცირიძემ მედიასთან დასძინა, – „როცა ტრიბუნასთან დადგება ფინანსთა მინისტრი, მე-3 რიგის მე-3 სკამზე მე მოველანდები“.

„არ დავაკლდებით (ქართულ ოცნებას), გარედანაც იქნება სერიოზული კონტროლი მათზე და როდესაც პარლამენტის ტრიბუნასთან დადგება ფინანსთა მინისტრი და გაიხედავს მარჯვნივ, მესამე რიგის მესამე სკამზე მე მოველანდები.

არ მივცემ ვირტუალურად იმის უფლებას, რომ ატყუონ ხალხი, ფლანგონ ფინანსები დაყოველთვის ვიქნები სადარაჯოზე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ „ფორმულასთან“ საუბრისას.

იტვირთბა....