სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისა და მსჯავდებულებისთვის, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.
მათივე ცნობით, 31 დეკემბერს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 16:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
„პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 28-30 დეკემბერს დილის 09:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება. ხოლო 31 დეკემბერს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 16:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია განცხადებაში.