“მთელი მცდელობაა, ისრები გადაიტანოს სადღაც და თქვას, რომ ვიღაცა გაყალბების ისტორიას სთხზავდა, ეს არის აბსურდი. არ არის საინტერესო, რა მორიგი პროპაგანტისტული მცდელობა აქვს დაგეგმილი ხელისუფლებას. “ქართლმა ოცნებამ ” გააყალბა არჩევნები, ამას ფაქტებზე დაყრდნობით ვამბობთ და რაც არ უნდა სიბინძურე მოხარშოს, ეს არ გამოუვა.”
ელენე ხოშტარია – “ევროპული საქართველოს” წევრი
ამის შესახებ ელენე ხოსტარიამ “დღის ამბებში” განაცხადა, რითიც ISFED-ის მიერ პარალელური დათვლების მონიტორინგის დროს არსებულ უზუსტობას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, 11 დეკემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისას, შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა(დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც). განახლებული მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 47.6% აქვს, რაც მანამდე 45.8%-ს შეადგენდა.
ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ელენე ნიჟარაძე „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს.