“ISFED-მა აღიარა თავისი შეცდომა და მე ვფიქრობ, აქ არანაირი ეჭვის საფუძველი არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ამ შეცდომის აღიარება მოხდა. მე მჯერა, რომ აქ იყო მართლაც შეცდომა, დამატებული იყო მათი ბიულეტენები და მიიღეს განსხვავებული შედეგი.”
ნუგზარ წიკლაური – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
ამის შესახებ ნუგზარ წიკლაურმა “დღის ამბებში” განაცხადა.
შეგახსენებთ, 11 დეკემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისას, შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა(დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც). განახლებული მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 47.6% აქვს, რაც მანამდე 45.8%-ს შეადგენდა.
ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ელენე ნიჟარაძე „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს.