“ხელისუფლება ახლა იყენებს ამ თემას, რომ არჩევნების გაყალბება გაამართლოს, ის რასაცითვლიდა პარალელური დათვლის სისტემა, ის იყო უკვე გაყალბებული ოქმების შედეგები, ISFED არ ითვლიდა არც კარუსელებს, არც დაშინებას, არც იარაღიან ხალხს, რომელიც იდგნენ საარჩევნო უბნებთან და აშინებდნენ მოქალაქეებს, არც იმ მოქლააქეებს ითვლიდა, რომლის მოსყიდვასაც ცდილობდნენ. ამიტომ ახლა გამოყენება ამ შეცდომის, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგები გაამართლონ, უბრალოდ თვალში ნაცრის შეყრაა საზოგადოებისთვის.”
ნუგზარ წიკლაური – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
ამის შესახებ ნუგზარ წიკლაურმა “დღის ამბებში” განაცხადა.
მისივე თქმით, “ISFED-მა აღიარა თავისი შეცდომა და ფიქრობს, რომ ეს ეჭვის საფუძველს არ უნდა იწვევდეს.
შეგახსენებთ, 11 დეკემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისას, შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა(დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც). განახლებული მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 47.6% აქვს, რაც მანამდე 45.8%-ს შეადგენდა.
ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ელენე ნიჟარაძე „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს.