„განახლდა სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ არსებითი დარღვევები, ჩვენდა საბედნიეროდ, არ გამოვლენილა“, -ამის შესახებ შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
ამასთანავე, მან მოუწოდა მოქალაქეებსა და სავაჭრო ობიექტებს, ზედმიწევნით დაიცვან წესები.
„განახლდა სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ არსებითი დარღვევები, ჩვენდა საბედნიეროდ, არ გამოვლენილა. მიუხედავად ასეთი დადებითი მონაცემებისა, წინასაახალწლო დღეები მოდის და არ მინდა ამ მონაცემებმა მოდუნების საშუალება მოგვცეს. მინდა თხოვნით მივმართო თითოეულ მოქალაქესა და ობიექტს, რომ წესები ზედმიწევნით დაიცვან“, – აცხადებს ბექა ფერაძე.
ცნობისთვის, სავაჭრო ცენტრები 07:00-დან 19:00 საათამდე მუშაობს.