“გახარიას აუცილებლად შეწირავენ კრიზის. გაზაფხულზე კრიზისი პიკამდე მიიყვანენ და მერე, ერთი ბოლო ჩასუნთქვით შეეცდებიან როგორმე ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას,” – აღნიშნული განცხადება “ტრიბუნას” დამფუძნებელმა, დავით ჭიჭნაძემ გადაცემა “დღის სტუმარში” გააკეთა.
როგორც ჭიჭინაძემ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, ივანიშვილმა მთელი ოპოზიციის მობილიზება მოახერხა და ქვეყანა ორ ნაწილად გაყო.
“გახარიას აუცილებლად შეწირავენ კრიზის. გაზაფხულზე კრიზისი პიკამდე მიიყვანენ და მერე, ერთი ბოლო ჩასუნთქვით შეეცდებიან როგორმე ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას. ამიტომ, არ არის გამორიცხული, წულუკიანი „გადანახული“ იყოს სამომავლოდ. რადგან თვლიან, რომ მას ბმა აქვს ძველ „ოცნებასთან“, რის გათამაშებასაც ივანიშვილი ყველა არჩევნებზე ცდილობს. ივანიშვილმა მოახერხა ის რაც ვერავინ – მთელი ოპოზიციის მობილიზაცია! და ქვეყანა გაყო ორ ნაწილად. ერთ მხარეს არიან ადამიანები, ვისაც პროგრესი უნდა და ვინც თავს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად თვლის და მეორე მხარს, მოსყიდული, დაბეჩავებული, უპრინციპო ადამიანების გუნდი…” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
იხ: ვიდეო: