ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსი 95-მა ბენებიციარმა დაამარცხა

ბათუმში, „წმიდა მოწამე ეკატერინეს სახელობის “ ხანდაზმულთა პანსიონატში 95 ხანდაზმული კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბათუმელები“ ავრცელებს.

გამოჯანმრთელებულებს შორისაა 87 წლის ქალბატონიც.

ამასთან, თავშესაფარში მცხოვრები 11 პირი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 218 724 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 196 220 გამოჯანმრთელდა, 2 313 კი გარდაიცვალა.

იტვირთბა....