ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით კორონავირუსის გამო დაწესებულ კომენდატის საათთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს.
როგორც სარიშვილის მიმართვაშია ნათქვამი, თუ შეღავათია, ეს ყველას უნდა ეხებოდეს და თუ არა – მაშინ არავის!
,,ვინმე აპირებს გააპროტესტოს მთავრობის დისკრიმინაციული გადაწყვეტილება ,,კომენდანტის საათის” მოხსნასთან დაკავშირებით ახალ წელს და “მართლმადიდებლური შობის” ღამეს??
თუ მთავრობა უშვებს ამგვარ გამონაკლისს, რატომ არ ეხება იგივე ნამდვილ შობას – 25 დეკემბერს, ანუ 24–25 დეკემბრის ღამეს, რომელსაც აქ “კათოლიკურ შობას” უწოდებენ, თუმცა სხვა ქვეყნების მართლმადიდებლური სამყარო, მცირე გამონაკლისის გარდა ამ დღესასწაულს ასევე, 25 დეკემბერს და არა 7 იანვარს აღნიშნავს??
გასაგებია, რომ რუსი ივანიშვილის და რუსი გახარიას ღრმადმორწმუნე გულებში ქრისტე 7 იანვარს იბადება, მაგრამ აქამდეც და დღეს მით უმეტეს, საქართველოში უამრავი ადამიანი შობას მაშინ აღნიშნავს, როცა ის არის – 25 დეკემბერს.
არასამთავრობოებს მივმართავ – ვინმე აპირებს მთავრობის ამ დისკრიმინაციული გადაწყვეტილების გაპროტესტებას?
თუ შეღავათია, ეს ყველას უნდა ეხებოდეს და თუ არა – მაშინ არავის!
შობას გილოცავთ ყველას”, – წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.