ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საბერძნეთის სკოლებში ქართულ ენას შეასწავლიან

“პოლიტიკური ნება არსებობს, რომ საბერძნეთის სკოლებში ისწავლებოდეს ქართული”. – განუცხადა “მეტრონომს”განათლების სამინისტროს პრესმდივანმა ლალი როზომაშვილმა, როცა ჩვენ კითხვით მივმართეთ, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია, საბერძნეთის სკოლებში ქართული ენის  სწავლებასთან დაკავშირებით.

“რა თქმა უნდა, განათლების სამინისტრო საქმის კურშია და რა თქმა უნდა ამაში ორივე ქვეყნის მხარე ჩართულია. ასევე ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები”.

შეგახსენებთ, საბერძნეთის სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამის ამოქმედების საკითხთან დაკავშირებით, საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი, საბერძნეთის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა მინისტრს ნიკოს ფილისს შეხვდა.

 

 

იტვირთბა....